×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 8 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის #40 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისათვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ, ონლაინ შეხვედრაზე ევროპის დღეების, უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა, ხოლო  პროექტის „ნატოს სკოლა“ მონაწილემ  ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე მიაწოდა ინფორმაცია. 

 

ყურადღება გამახვილდა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით სთავაზობენ. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებებს კოვიდ პანდემიის პერიოდში.

08-06-2020