×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ონლაინ სემინარი ახალგაზრდებთან

2020 წლის 5 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე სამეგრელოს, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების   ახალგაზრდებთან  ონლაინ სემინარი გაიმართა. 

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები ანა ცანავა,  სალომე აბულაძე და თეონა ზურაბაშვილი უძღვებოდნენ.

 

მომხსენებლებმა  საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და გამოწვევებზე,  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერაზე, პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებობებზე , ასევე,   ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს.

 

სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

 

სემინარს  აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი  მელორ ცქვიტაია,   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ" ერთერთი გამარჯვებული პედაგოგი ნათია დავითაია, რომელმაც სენაკის წმ. ალექსი შუშანიას  სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გარემოს დაცვის მიმართულებით განახორციელა  პროექტი და ასევე, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

 

სემინარი  საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ისა და "მწვანე კვირეულის" კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

 

 

05-06-2020