×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ ლექცია გაიმართა

2020 წლის 9 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე  მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ ლექცია  გაიმართა.

 

ლექციას  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ანა ცანავა   უძღვებოდა. მომხსენებელმა  ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებზე,  საქართველოს   ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა   და პერსპექტივებზე,  ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ასოცირების შეთანხმებას,  საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და პროგრამა Erasmus +   მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს, ასევე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

          

ლექცია   საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში,  გაიმართა.

09-06-2020