×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე რეგიონების მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

2020 წლის 8 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

 

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები ანა ცანავა, სალომე აბულაძე და თეონა ზურაბაშვილი უძღვებოდნენ.

 

მომხსენებლებმა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე, ასოცირების შეთანხმებასა და საქართველოს მიერ აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებობებზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს.

                                                                                                           

სემინარი "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში გაიმართა.

08-06-2020