×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე წალენჯიხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

2020 წლის 10 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

  

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდა.

  

მომხსენებელმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსა და აღნიშნული შეთანხმების 6 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, ასევე, პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

                       

სემინარი საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში გაიმართა

 

10-06-2020