×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ონლაინ ლექცია ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

2020 წლის 9 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე  ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ ლექცია  გაიმართა.

 

ლექციას  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძე უძღვებოდა. მომხსენებელმა ლექციაზე ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებზე,  საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ასოცირების შეთანხმებას,  საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და პროგრამა Erasmus +  მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს, ასევე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ლექცია   საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"- ის ფარგლებში,  გაიმართა.

09-06-2020