×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 11 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის #21 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

                                                    

საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა იმერეთში, მარიკა ვაჭარაძემ, ონლაინ შეხვედრაზე ევროპის დღეების, უვიზო მიმოსვლისა და კოვიდ პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე თანატოლებს, პროექტის „ნატოს სკოლა“ მონაწილემ ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორია და გაფართოების ეტაპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

ყურადღება, ასევე, გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე  და სხვადასხვა სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. 

11-06-2020