×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ონლაინ სემინარი სეუს სტუდენტებისთვის

ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აგრეთვე, მათი ჩართულობა ევროინტეგრაციის  პროცესში,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები თვითონ არიან ყველა იმ სიკეთეების მოსარგებლენი, რაც ევროინტეგრაციის პროცესს ახლავს, ისინი წარმოადგენენ  მედიატორებს სხვადასხვა თაობებს შორის.
 

ევროპის დღეების ფარგლებში საქარველოს ეროვნული უნივერსიტეტის უფროსკურსელებისა და მაგისტრანტებისთვის გაიმართა სემინარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ. სტუდენტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირთან ასოცირების სამმართველოს უფროსის ბიძინა ჯავახიშვილისა და ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსის ვერა ხაჯალიასგან მოისმინეს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სარგებლის შესახებ.  

 

სემინარი საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2020-ის ფარგლებში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.

12-06-2020