×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 6 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენლის, თემურ სუყაშვილის ორგანიზებით, ევროპის დღეების ფარგლებში, რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

 

შეხვედრაზე მოსწავლეებმა  ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების, მისი ინსტიტუტებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრის ბოლოს დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა განიხილეს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მომოსვლის საკითხები და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობები.

 

ევროპის დღეები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წელს უკვე მერვედ იმართება და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 9 მაისიდან 26 ივნისამდე გაგრძელდება.  ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. 

06-06-2020