×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 11 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს, ქუთაისის #32 და #35 საჯარო სკოლების დირექციის მხარდაჭერითა და პროექტის „ნატოს სკოლა“ მონაწილეების ორგანიზებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

 

საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა იმერეთში, მარიკა ვაჭარაძემ, ონლაინ შეხვედრაზე ევროპის დღეების, უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.

 

პროექტის „ნატოს სკოლა“ მონაწილეებმა თანატოლებს წარუდგინეს პრეზენტაცია, რომელიც ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოებას ეხებოდა. ასევე, ყურადღება გაამახვილეს შენგენის წევრ ქვეყნებზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.

11-06-2020