×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 4 ივნისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენლმა თემურ სუყაშვილმა მოსწავლეებმა ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების, მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და  ასოცირების შეთანხმებით მიღებული სიკეთეების შესახებ მიაწოდა  ინფორმაცია.

 

შეხვედრის ბოლოს დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ ფარგლებში არსებული შესაძლებლობები.

 

ევროპის დღეები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წელს უკვე მერვედ იმართება და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 9 მაისიდან 26 ივნისამდე გაგრძელდება.  ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. 

 

04-06-2020