×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარის რეგიონის პედაგოგებისთვის მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 15 ივნისს,   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აჭარის ბიურომ,   ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“ დირექციასთან თანამშრომლობით,  პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გამართა. 

 

შეხვედრაზე მასწავლებლებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში, ირმა გაბინაშვილი,  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.  მომხსენებელმა, ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის  ხელშესახებ სარგებელზე და ასევე,  ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე.  საუბარი ,აგრეთვე, შეეხო   ანტიდასავლურ  პროპაგანდას, მისი ამოცნობის  ხერხებსა და მეთოდებს.   შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების  შესახებ, აგრეთვე  გაეცნენ ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებსა და გამოწვევებს.

 

შეხვედრის დასასრულს  სპიკერმა  ევროკავშირის  მიერ  საგანმანათლებლო სფეროში  გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე  გაამახვილა ყურადღება და პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა.  ერთ-ერთი შეკითხვა ევროკავშირის  მიერ დაფინანსებულ პროექტებში კერძო სკოლების მიერ წარდგენილი განაცხადების მიზნობრივად დაფინანსებასაც შეეხო  და გამოიკვეთა  ევროკავშირის  გაცვლით პროგრამების შესახებ  მასწავლებლების  უფრო დეტალურად ინფორმირების აუცილებლობა. 

 

პროექტის ფარგლებში, ციფრულ რეჟიმში შეხვედრები აჭარის რეგიონში  ეტაპობრივად მიმდინარეობს.   ონლაინ-სემინარებში, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის იგეგმება, ყველა  დაინტერესებულ პირს  ეძლევა მონაწილეობის საშუალება. იგეგმება აგრეთვე  პრეზენტაციები, ვიქტორინები, დისკუსიები.  ღონისძიებები აჭარაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობით  ტარდება.  

 

15-06-2020