×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ონლაინ შეხვედრა კახეთის რეგიონის სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებთან

2020 წლის 11 ივნისს , საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით , თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებსა და კახეთის რეგიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან,  საქართველოში  Erasmus + ის  ეროვნული ოფისის  კოორდინატორის,  ლიკა ღლონტის ონლაინ ლექცია გაიმართა.

 

ონლაინ ფორმატში ლიკა ღლონტმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე, პროგრამაში ჩართვის გზებზე, არსებულ გამოცდილებასა და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რაც პროგრამის ფარგლებში იქნა მიღწეული. მომხსენებელმა განათლების მიღების  მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ევროპული კულტურისა და ცხოვრების წესის გაცნობის შესაძლებლობაზე, რასაც მათ პროგრამა აძლევს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშნავს. წელს, ევროპის დღეები  საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის  კომიტეტთან პარტნიორობით  ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.     

11-06-2020