×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მორიგი ონლაინ სემინარი საჯარო მოხელეებისთვის

16   ივნისს,   ევროპის დღეები 2020-ის პროექტის "ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი" ფარგლებში      დაიწყო      სემინარების   სერია   საჯარო   მოხელეებისთვის.

ლექცია   ჩაატარა   კავკასიის   სამართლის   სკოლის   დეკანმა,   საგანგებო   და   სრულუფლებიანმა   ელჩმა   იოსებ   ნანობაშვილმა   -   თემაზე   "როგორ   მიიღება   ევროკავშირში   გადაწყვეტილებები,   რომლებიც   მსოფლიოს   უკეთესობისკენ   ცვლიან".

შეხვედრას      საგარეო   საქმეთა   სამინისტროს   ნატოსა   და   ევროკავშირის   შესახებ   საინფორმაციო   ცენტრის   დირექტორი   თამარა   წულეისკირი   უწევდა   მოდერაციას,   რომელმაც   ევროსტრუქტურების მუშაობის პრინციპებისა და ამოცანების შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაციაში მყოფი ყველა რგოლის ინფორმირება აღნიშნულ საკითხებზე.

 

თავის მხრივ იოსებ ნანობაშვილმა დეტალურად ისაუბრა   ევროკავშირისა   და   მისი   ინსტიტუტების   ფუნქციონირების   შესახებ,   რა სპეციფიური მიდგომებით გამოირჩევა თითოეული ინსტიტუტი და   ამ   ინსტიტუტებთან   კომუნიკაციის   კონკრეტული   მაგალითები დაასახელა.

  

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში   ივნისი-ივლისის   პერიოდში   ჩატარდება   12   სემინარი.

  

საგარეო   საქმეთა   სამინისტროს   ნატოსა   და   ევროკავშირის   შესახებ   საინფორმაციო   ცენტრი   2020   წელს   ევროპის   დღეებს   უკვე   მერვედ   აღნიშავს.   წელს,   ევროპის   დღეები   საქართველოს   პარლამენტის   ევროინტეგრაციის   კომიტეტთან   პარტნიორობით   ციფრულ   რეჟიმში   მიმდინარეობს.   

 

16-06-2020