×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

2020 წლის 17 ივნისს,    საქართველოში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე  მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

 

სემინარში   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

 

სემინარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონული  ოფისის ხელმძღვანელმა  ვიქტორ ბრანდტმა მისიის საქმიანობის, როლისა და მანდატის განხორციელების გზების, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.

 

სემინარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ანა ცანავამ და სალომე აბულაძემ ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.  კერძოდ, მომხსენებელმა ყურადღება გაამხვილეს ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებზე,საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

 

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას  და 6 წლის მანძილზე მიღებულ შედეგებს,  პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

სემინარი საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში გაიმართა.

 

2020 წელს ევროპის დღეები უკვე მერვედ იმართება, რომელსაც სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

 

 

 

17-06-2020