×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა

2020 წლის 17 ივნისს,    საგარეო საქმეთა სამინისტროს   სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით,   ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის  სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის   ონალინ -  სემინარი:  "ასოცირების ხელშეკრულების 6 წელი"  გაიმართა.   

 

ონლაინ ლექცის უძღვებოდნენ   საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები აჭარასა და გურიაში   ირმა გაბინაშვილი და სამსონ სიამაშვილი.   სპიკერები   ახალგაზრდებს  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.     

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული  ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში  ნაკისრი  ვალდებულებები,   ასოცირების შეთანხმების   6 წლის მიღწევები და მომავალში დაგეგმილი  პროგრამები.  საუბარი შეეხო   ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებს და გამოწვევებს,  უვიზო მიმოსვლის საკითხებს,   ანტიდასავლურ პროპაგანდას,  მითებსა და რეალობას.

 

17-06-2020