×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქუთაისის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

18 ივნისს, სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქუთაისის #5 საჯარო სკოლის დირექციის მხარადჭერით ევროპის დღეები 2020-ის ფარგლებში მოსწავლეებთან  საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეების, უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.

 

მოსწავლებმა ყურადღება გაამახვილეს შენგენის წევრ ქვეყნებზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სარგებელზე. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს, ევროკავშირის შექმნის იდეასა და მის საქმიანობას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.


 

 

18-06-2020