×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი

2020 წლის 12 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი  გაიმართა.

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძე უძღვებოდა.

 

მომხსენებელმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებზე,  საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ასოცირების შეთანხმებას,  საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს, ასევე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ლექცია  საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში,  გაიმართა.

12-06-2020