×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ონლაინ შეხვედრა აჭარის ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის

2020 წლის 18 ივნისს,   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის,  ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის,  აჭარის განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს ა(ა)იპ ხალხური  სიმღერის სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით,   ონლაინ სემინარი გამართა. 

 

„ევროპის დღეები 2020“ - ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე,  ხალხური სიმღერის სკოლის  წარმომადგენლებს  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ესაუბრა.

 

მომხსენებელმა, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის  ხელშესახებ სარგებელზე, ანტიდასავლურ  პროპაგანდაზე და მისი ამოცნობის  ხერხებსა და მეთოდებზე.   შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე.

 

მომხსენებელმა ევროკავშირის  მიერ   კულტურისა და ხელოვნების  სფეროში  გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზეც  ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა“   შესახებ. შეხვედრაზე  გამოიკვეთა  ევროკავშირის  პროგრამებით სარგებლობის  შესახებ  კულტურის სფეროს წარმომდგენლების უფრო დეტალურად ინფორმირების აუცილებლობა.  

 

 „ევროპის დღეები 2020“-ის  ფარგლებში, აჭარაში  ეტაპობრივად მიმდინარეობს  ონლაინ-შეხვედრები  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან.  აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშნავს და მიმდინარე წელს, საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით,  კამპანია  9 მაისიდან 26 ივნისამდე გასტანს.

18-06-2020