×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მაღალმთიანი აჭარის პედაგოგებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლისთავისა და არსებული შედეგების შესახებ მაღალმთიანი აჭარის პედაგოგებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები სალომე აბულაძე და ანა ცანავა უძღვებოდნენ.

 

მომხსენებლებმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და შედეგებზე ისაუბრეს. 

 

სემინარი საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში გაიმართა.

 

19-06-2020