×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რაჭა-ლეჩხუმის საჯარო სკოლის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე რაჭა-ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძე უძღვებოდა. 

 

შეხვედრზე საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს,  ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და პერსპექტივებს, ასოცირების შეთანხმებას და  საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ყურადღება გამახვილდა პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

 

ონლაინ შეხვედრა საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში,  გაიმართა.

19-06-2020