×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოლეჯის ,,აისი’’ სტუდენტებთან

"ევროპის დღეები 2020"- ის ფარგლებში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოლეჯის ,,აისი’’ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში, ბექა ექსეულიძე, უძღვებოდა.

 

შეხვედრზე საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს,  ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და პერსპექტივებს, ასოცირების შეთანხმებასა და  საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ყურადღება, ასევე, გამახვილდა პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

24-06-2020