×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ციფრული საუბრები ევროკავშირში საქართველოს ელჩთან ნატალი საბანაძესთან

ევროპის დღეები 2020 ის ფარგლებში გაიმართა ციფრული საუბრები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ნატალი საბანაძესთან.

 

შეხვედრაზე ნატალი საბანაძემ მიმოიხილა ეპიდემიოლოგიური საფრთხის ფონზე ევროკავშირში მიმდინარე პროცესები, შეაჯამა ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერთა ვიდეო-კონფერენციის შედეგები და ყურადღება გაამახვილა არსებული გამოწვევების ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

დისკუსიას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს

24-06-2020