×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართა

„ევროპის დღეები 2020“ - ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენლის, თემურ სუყაშვილის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელობაზე. მომხსენებელმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო ასოცირების შეთანხმების შედეგად მიღებული სიკეთეები, ასევე,  6 წლის  განმავლობაში არსებული მიღწევები და მომავალში დაგეგმილი  პროგრამები. 

 

ევროპის დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წელს უკვე მერვედ იმართება და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 9 მაისიდან 26 ივნისამდე გასტანს.  ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. 

05-06-2020