×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"- ის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები ანა ცანავა და სალომე აბულაძე უძღვებოდნენ.

 

მომხსენებლებმა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.                    შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მომხსენებლებმა ისაუბრეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

         

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.                   

 

25-06-2020