×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სენაკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 22 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე  სენაკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა  გაიმართა.

 

შეხვედრას  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდა.

 

მომხსენებელმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებზე, ევროინტეგრაციის პროცესის  მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,  პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

შეხვედრა  საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში გაიმართა.

22-06-2020