საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებთან მორიგი ონლაინ სემინარი გაიმართა

საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"- ის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებთან მორიგი  ონლაინ სემინარი გაიმართა.

 

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი  ანა ცანავა უძღვებოდა.

 

შეხვედრაზე მომხსენებელმა ევროკავშირის  ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებზე, ევროინტეგრაციის პროცესის  მიღწევებსა და გამოწვევებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებაზე,  პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობით  ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.    

01-07-2020