×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

06.08.20 - თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს "ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა" და „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა მოაწერეს ხელი.

 

მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 

"ახალგაზრდები, საინფორმაციო ცენტრის ერთერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია და  ჩვენი უპირველესი ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ახალგაზრდებისთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიზნისთვის სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი რესურსის გამოყენებაც, რათა გავზარდოთ ინფორმაციის გავრცელების არეალი და უფრო მრავალფეროვანი გახდეს კომუნიკაციის არხები - განაცხადა თამარა წულეისკირმა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობის შესახებ.

06-08-2020