×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ამერიკის საელჩოს თავდაცვის ატაშე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ეწვია

06.08.20 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისაჭარის ბიუროს, ამერიკის საელჩოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ეწვიადა ცენტრის რეგიონული ოფისის საქმიანობას გაეცნო.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმასტეფანი ბეგლს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინასებული პროექტისდასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირრბულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და  ცენტრის მიერ რეგიონში განცხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უალტერნატივობასქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ამერიკელი ხალხის  მხარდაჭერას ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული გაძლიერების პროცესებში.

 

აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა რეგიონში ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მხრივ აშშ პროექტით მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებს, რითაც ცენტრმა რეგიონის მოსახლეობასთან უფრო აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება შეძლო.   

 

აღინიშნა ის ფაქტიც, რომ პანდემიის შედეგად შექმნილი  გამოწვევების მიუხედავად, საინფორმაციო ცენტრმა პროექტით გაწერილი შეხვედრები და ღონისძიებები ციფრულ რეჟიმში განაგრძოშეხვედრის დასასრულს,  ამერიკელმა სტუმარმაახალგაზრდებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, გენდერულ საკითხებზე აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და სამომავლოდ, ცენტრის  მიერ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან  დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

06-08-2020