×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირმა დეზინფორმაციის შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „დეზინფორმაციის ზეგავლენა   სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენცია“.

  

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების   წარმომადგენლები.  

  

საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა ცენტრის საქმიანობაზე, დეზინფორმაციის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

  

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა საბა ჯიქიძემ.

  

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

  

25-08-2020