×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

29.12.20 - სენაკი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე.

 

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

29-12-2020