×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე რუსთავის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

24.11.20 - რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს  წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ქალაქ რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების თემატიკაზე სემინარი ჩაატარა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფრომაცია: ასოცირების უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, Erasmus+ ის შესაძლებლობებზე და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ ძირითად მითებზე. მონაწილეებმა მიღებული ინფორმაცია შეაჯამეს ინტერაქტიული ვიქტორინის საშუალებით.

 

ონლაინ სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

24-12-2020