×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მეოთხედ ჩამოვიდა

2016 წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეოთხედ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ნატო - საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე როგორც ტრანსატლანტიკურ, ისე რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე იმსჯელეს, შეჯამდა თბილისის მიერ გატარებული რეფორმებიც.

ნატოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ- მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან და სხვა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგმა და ნატოს მუდმივმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში, ხოლო გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისი გახსნა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო მეორე დღეს ეწვია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს. ცენტრი სასწავლო წვრთნების მეშვეობით ეხმარება ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს  შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებაში.

 

07-09-2016