×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

07.04.21 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

  

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის მიზანსა და მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე.

     

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა და აქტიურ მსმენელებს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.

 

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

07-04-2021