×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რუსთავის სკოლის აზერბაიჯანულენოვანი სექტორის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

28.04.21 - რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, რუსთავის N18 საჯარო სკოლის აზერბაიჯანულენოვანი სექტორის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატოს ძირითადი პრინციპები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმები გააცნო. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე, მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ბოლოს ჩატარდა ონლაინ ვიქტორინა, რომელში გამარჯვებულებსაც  ცენტრის ვიზუალური მასალები და ბლოკნოტები გადაეცათ.

 

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

 

28-04-2021