×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოში ევროპის დღეები 2021 იწყება!

2021 წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეცხრედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება. 

 

ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიებისთვის როგორც თბილისიდან ასევე, რეგიონებიდან - სტუდენტებისთვის, უფროსკლასელებისთვის, პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, სემინარების ციკლი “მე ევროპელი” ფართო საზოგადოებისთვის. 

 

ევროპის დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაცნობა საზოგადოებისათვის და მასში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორია და ფართო საზოგადოება. 

08-05-2021