×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
იენს სტოლტენბერგი: "ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ვალდებულებებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მისამართით"

ჩრდილოატლანტიკური ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების მექანიზმებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ვალდებულებებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მისამართით, რათა დავეხმაროთ ამ ქვეყნებს გაუძლონ ზეწოლას და განახორციელონ რეფორმები. წლების განმავლობაში საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ნატოს ოპერაციებში და ნატოს აქვს დამატებითი ინიციატივები და პროგრამები საქართველოსთვის, ვიდრე პარტნიორ ქვეყნებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

"ახლა ნატო გადის განვითარების მესამე ფაზას, რომელიც თავისებურად დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა საქართველოში, 2008 წელს. მას შემდეგ, რუსეთმა შეინარჩუნა თავის ჯარები მოლდოვაში, არალეგალურად მიიერთა ყირიმი. მთელი ევროპა ღელავს მასშტაბური გამოუცხადებელი წვრთნების თაობაზე. ამავდროულად, ნატო დიდ გამოწვევებს ხვდება სამხრეთიდანაც. ნატო სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც ცდილობს ამ გამოწვევებთან ადაპტირებას" , -განაცხადა გენერალურმა მდივანმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

 

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მას საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე უძღვებოდა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გენერალურ მდივანს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

 

გენერალური მდივნის სრული მიმართვის სანახავად გადადით ბმულზე.

08-09-2016