×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

16.07.21 - ბათუმი  
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის  ბიუროს ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.  
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობას. ხაზი გაესვა ციფრული კომუნიკაციებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას მზარდი ანტიდასავლური და დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ეფექტიანი ქმედებების პროცესში. 
საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას, მომხსენებელმა ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი და ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამებით მათთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე ისაუბრა.  
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის საინტერესო საკითხებზე

16-07-2021