×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
"საქართველო ბევრად უფრო დაახლოებულია ალიანსთან, ვიდრე 2008 წელს",- ჯორჯ ბენიტესი

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში დემონსტრირებაა იმის, რომ ნატო ერთგულია საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების. ამ ვიზიტმა ხაზი გაუსვა ნატო -საქართველოს ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს, ამაზე მეტყველებს გასულ წელს საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა. ვიზიტის დროს, ასევე, ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში იმ სამომავლო პროგრესზე, რომელსაც საქართველომ უნდა მიაღწიოს წევრობისთვის მზადების პროცესში ",- აცხადებს ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ვაშინგტონში აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს წამყვანი ანალიტიკოსი ჯორჯ ბენიტესი.

 

ინტერვიუში განხილულია ატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტი საქართველოში, ასევე, ნატო- საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.

 

ინტერვიუში საუბარია ნატო- საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო ღრმავდება და ძლიერდება, რაშიც განსაკუთრებულ როლს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი თამაშობს. ცენტრში, ისევე, როგორც რეგიონში მოკავშირეების შეიარაღებული ძალები გადიან ერთობლივად წვრთნებსა და გადამზადებას. "ამით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ აქტიურადაა წარმოდგენილი ნატო საქართველოში, კავკასიასა და შავ ზღვაში", - აღნიშნავს ბენიტესი.

 

"ვფიქრობ, რომ საქართველო ნატოსთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე ეს იყო 2008 წელს. რაც უფრო მალე გატარდება საქართველოში რეფორმები, მით უფრო დაუახლოვდება ის ნატოს და საბოლოოდ გახდება კიდეც ნატოს წევრი. უნდა გვახსოვდეს ალიანსის განცხადებაც, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს პროცესი კი დროსთანაა დაკავშირებული, დრო კი კავშირშია სოლიდარობასთან, საქართველოს მთავრობის ერთიანობასთან, განახორციელოს საჭირო რეფორმები დროულად და სწრაფად",- აღნიშნა მკვლევარმა. 

 

ინტერვიუში განხილულია ატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტი საქართველოში, ასევე, ნატო- საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.

 

სრული ინტერვიუს სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს

 

 

 

13-09-2016