×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
„საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია“,- გიორგი კვირიკაშვილი

„საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია“,- აცხადებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან ინტერვიუში.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააფართოებს ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არეალს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას კი ალიანსის წევრები მიიღებენ საქართველოს მიერ მიღწეული დამსახურებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს თამაშობს საქართველო ალიანსის უსაფრთხოებაში.

 

„ნატოს წევრობა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება და ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანია. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს. პარალელურად, ჩვენ ვიაზრებთ, რომ წინ გამოწვევებით სავსე გზაა და ვართ  მზად გადავდგათ თითოეული ნაბიჯი, ამ მიზნის მისაღწევად“,- აცხადებს კვირიკაშვილი.

 

პრემიერის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი არის შეუქცევადი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს იმ აუცილებლობას, რომელიც მიიყვანს ქვეყანას მაღალი სტანდარტების მქონე დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასთან, მშვიდობასა და კეთილდღეობასთან.

 

საქართველოს ევროპულ გზაზე პრემიერის ვრცელი ინტერვიუს სანახავად ეწვიეთ ბმულს.

15-09-2016