საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ

პროექტის დასახელება: მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ

 

პროექტის განხორიციელების ვადები: 2014-2019 წლები

 

სამიზნე ჯგუფი: საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები

 

პროექტის მიზანი: პედაგოგების ინფორმირება ევროპულ ფასეულობებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ მათი ინტერესის გაზრდა,  გააქტიურება მათივე კომპეტენციის ფარგლებში.

 

პროექტის შინაარსი:

 

პროექტი მიმდინარეობს ორ ეტაპად:

  • სემინარი  - სადაც დარეგისტრირებული მასწავლებლები უახლეს ინფორმაციას მიიღებენ ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ღირებულებების, ევროკავშირი-საქართველოს ისტორიის და საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ.
  • კონკურსი - როგორც სემინარის მონაწილე და ასევე პროექტში ჩართვის მსურველი მასწავლებლებისათვის. პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების დარგებში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით. საუკეთესო 10 პროექტის ავტორი სასწავლო ვიზიტით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მიემგზავრება.

 

აღნიშნული სემინარის საშუალებით სულ საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების 500-მდე პედაგოგი გადამზადდა.  პროექტი მეხუთედ 2018 წელს განხორციელდა.

 

პროექტის ორგანიზატორი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

 

პროექტის მხარდამჭერები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი, ლატვიის საელჩო საქართველოში, ესტონეთის საელჩო საქართველოში

 

19-09-2016