×
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის

პროექტის დასახელება: ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური  განვითარებისთვის

 

პროექტის განხორიციელების ვადები: 2013-2016 წლები

 

სამიზნე ჯგუფი: საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები

 

პროექტის მიზანი:  პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ.  

 

პროექტის შინაარსი:

 საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი მასწავლებლებისთვის უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები თბილისელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ხვდებიან ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებსა და ექსპერტებს და ეცნობიან ნატოს ისტორიას, მის შესახებ უახლეს ინფორმაციას, ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსა და სხვ.

პროექტს აქვს განგრძობითი სახე და ის უკვე 14-ჯერ განხორციელდა: მოიცვა როგორც თბილისში მცხოვრები, ასევე გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და დუშეთის რეგიონებში მოღვაწე პედაგოგები.  სემინარში ჩართულები არიან ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ამ ეტაპზე სულ 420 პედაგოგია გადამზადებული.

2016 წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება დამატებით 3 სემინარის ჩატარება.  

 

პროექტის ორგანიზატორი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

 

პროექტის მხარდამჭერები: ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში

 

 

 

 

 

20-09-2016