×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
იენს სტოლტენბერგი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას დაესწრო. წელს განხილვის თემა მდგრადი  განვითარების მიზნებს უკავშირდებოდა, როგორიცაა არასტაბილურობისა და კონფლიქტის, სიღარიბისა და უთანასწორობის მიზეზების აღმოჩენა და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიება. ნიუ-იორკში ვიზიტის დროს გენერალური მდივანი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და სხვ ოფიციალურ პირებს.

 

აღსანიშნავია, რომ ალიანსი გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებში გაეროსთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 2015 წელს, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერა. ბოლო წლის განმავლობაში ნატოს ექსპერტების დახმარებით გაეროს მშვიდობისმყოფელებმა გაიარეს უკეთესი მომზადება იმ გამოწვებებისა და პრობლემების დასარეგულირებლად, რომლებსაც ისინი ოპერაციების დროს ხვდებიან.  ნატომ და გაერომ, ასევე, გააუმჯობესეს და დატვირთეს სასწავლო ტრენინგები. ალიანსი დაეხმარა გაეროს მოქმედების არეალში ადგილობრივი შტაბების განვითარებასა და მოძლიერებაშიც.

21-09-2016