×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება - საინფორმაციო ომის საპასუხოდ

"საქართველოში გააქტიურებულ ანტიდასავლურ კამპანიას ჩვენ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ვუპირისპირებთ. იმისთვის, რომ ადამიანებმა მითების რეალობისგან გარჩევა შეძლონ, აუცილებელია ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი ცენტრი" - ამის შესახებ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. 

პროექტი „ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება - საინფორმაციო ომის საპასუხოდ“ დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის მონაწილე ქართველი და უცხოელი ექსპერტები პროპაგანდასთან ბრძლის მეთოდებზე და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის როლზე იმსჯელებენ. 

პროექტის ფარგლებში თბილისს 20 - მდე უცხოელი ექსპერტი ეწვია. ღონისძიება GLOBSEC Policy Institute-ის მიერ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს პროგრამა SPS (Science for Peace and Security) -ის მხარდაჭერით ხორციელდება.

05-10-2016