×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ჯეიმს აპატურაის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადება:

 

მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით არჩევნები კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში გაიმართა, სადაც ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო.
ვწუხვარ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო. მჯერა, გამოთქმული საჩივრები სათანადოდ შეფასდება შესაბამისი სამსახურების მიერ.
ველოდები პარლამენტისა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან მუშაობის დაწყებას, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ნატოს-საქართველოს თანამშრომლობა.

12-10-2016