×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
NAC-მა შავი ზღვის რეგიონში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებაზე იმსჯელა

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატოს წარმომადგენლების გაძლიერების საკითხი განიხილა-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გენერალური მდივნის განცხადებით 6 წევრი სახელმწიფო მზად არის, შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაგზავნოს.

 

„კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, ნატოს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ. სხვა წევრი ქვეყნები კი მსჯელობენ, თუ როგორ შეუძლიათ ამ პროცესში წვლილის შეტანა. სხდომაზე, ასევე, ვიმსჯელეთ ნატოს საზღვრების სიახლოვეს განხორციელებული სამხედრო აქტივობის, მათ შორის, სწავლება „კავკაზ 2016“-ის და რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში ისკანდერის სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესახებ. შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის ქმედებების გამო. თუმცა, დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია, როცა დაძაბულობა იზრდება. ალიანსი მზადაა, გამართოს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა", -განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 8-9 ივლის, ვარშავის სამიტზე მიიღო.

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

27-10-2016