×
საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
სტოლტენბერგმა ალიანსში დაზვერვის ახალი განყოფილების შექმნა დაანონსა

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ალიანსში ახალი განყოფილება შეიქმნება, რომელიც დაზვერვის საკითხებზე იმუშავებს.

 

„მსოფლიოში გახშირებული ძალადობის ფაქტები, არასტაბილური გარემო ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოში,  ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული არეულობა გახდა მიზეზი იმისა რომ ჩვენ დავდექით ახალი გამოწვევის წინაშე, რომელიც ეხება ახალი, უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას. მიმდინარე პროცესები პირდაპირ უკავშირდება ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რადგან ახლოსაა ნატოს საზღვრებთან- თურქეთთან. ჩვენ ასევე ვხედავთ რომ  ძალადობისა და არეულობის აღნიშნულმა ფაქტებმა ხელი შეუწყვეს ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ქუჩებში.  ამავდროულად, ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც უკავშირდება რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ნატოს საზღვრებთან. აქედან გამომდინარე, იზრდება საჭიროება რომ უკეთესად შევისწავლოთ და შევაფასოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ და რეაგირება მოვახდინოთ დაუყოვნებლივ. ამ პროცესში დაზვერვის სამსახურის მუშაობას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

 

ეს არის მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი განყოფილება ნატოში, რომელიც დაზვერვის კუთხით იმუშავებს. აღნიშნულ სამსახურს  დაზვერვის საკითხებზე გენერალური მდივნის ახალი თანაშემწე, გერმანელი არნდ ფრეითაგ ფონ ლორინგჰოვენი უხელმძღვანელებს. მას აქვს გერმანიის დიპლომატიურ და დაზვერვის სამსახურებში მუშაობის  დიდი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს. მე მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობის დაწყებას, თუმცა, ამ ეტაპზე, არ შემიძლია კონკრეტული თარიღების დასახელება. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ ჩვენ შევძელით ნატოში, დაზვერვის საკითხებზე მუშაობის გაძლიერება. ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორ ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით ერებს დაზვერვის საკითხებზე მუშაობაში.“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

28-10-2016