×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო და ევროკავშირი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ განვითარებას.

ასოცირების შესახებ შეთანხმება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად ეწოდება ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და  მეორე მხრივ, საქართველოს შორის.

 

მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის ივლისში. შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. მას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში. ამ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით და ჩაანაცვლა 1996 წელს ხელმოწერილი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი - დავით ბაქრაძეევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი - დავით ბაქრაძე ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.  ის, აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.

 

შეთანხმება ევროკავშირსა და მის კანონმდებლობასთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს. ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმებაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, აღნიშნულია, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

 

შეთანხმებაში გამოხატულია სრული პატივისცემა საქართველოს და- მოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პრინციპების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივ ხელშეწყობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება როგორც მხარეთა შორის, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან, პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა (ასოცირების შესახებ შეთანხმების თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა ცალკე მუხლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს მუხლი გაჩნდა საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი დელეგაციის ძალისხმევის შედეგად).  

 

შეთანხმება ადგენს იმ კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს კონკრეტული რეფორმები:

 

  • საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა. დემოკრატი- ისა და კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება; საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა;
  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა: პოლიტიკური დიალოგისა და თა- ნამშრომლობის გაღრმავება შესაბამის სფეროებში, მათ შორის - შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა, საერთაშორისო მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, რეგიონული სტაბილურობა და სხვა;
  • მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა; ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღ მდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია; საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, ტერორიზმის, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა;
  • დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა: თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორე- ბიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა.
  • ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები: ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) ჩამოყალიბებას. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება ქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს  ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალურ მექანიზმს.

 

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით, შეიქმნა ასოცირების საბჭო (მინისტრების დონეზე), ასოცირების კომიტეტი (მინისტრის მოადგილეების დონეზე), რომელიც  ასოცირების საბჭოს ეხმარება მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულებაში. ასოცირების კომიტეტს ეხმარებიან სპეციალურად შექმნილი თემატური ქვეკომიტეტები. ქვეკომიტეტები იკრიბებიან საჯარო მოხელეების დონეზე და განიხილავენ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე აზრთა გაცვლაგამოცვლის მიზნით, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები შექმნიან  საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეეძლება, ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი  (Association Agenda) წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას. ამ გეგმით ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადება და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.