×
საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
რა გზა დარჩა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საბოლოო მინიჭებამდე?

რა გზა დარჩა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საბოლოო მინიჭებამდე?

 

ევროკავშირის ინსტიტუტებს- ევროპარლამენტს, ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს (ე.წ. ტრიალოგი)- შორის შეთანხმება უკვე მოხდა. დარჩენილია შემდეგი პროცედურები:

 

1. რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE);

 

2. გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე (სავარაუდოდ იანვარში);

 

3. განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე;

 

4. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში;

 

5.საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

 

წყარო

14-12-2016