საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
რა შეგვიძლია ვისწავლოთ დღეს „სამი ბრძენი კაცის“ ანგარიშიდან?

60 წლის წინ, 1956 წლის დეკემბერში, NATO-ს „სამი ბრძენი კაცის“ გარდამტეხი ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ალიანსს მოუწოდებდა მეტი პოლიტიკური კონსულტაციებისა და უსაფრთხოებისადმი უფრო ფართო მიდგომის შემუშავებისკენ ვიდრე, ეს მხოლოდ  სამხედრო თანამშრომლობა იყო.

 

რა გაკვეთილი შეგვიძლია ვისწავლოთ აღნიშნული ანგარიშის მიხედვით დღეს, 2016 წელს, არასტაბილური მსოფლიოს გადასახედიდან, როდესაც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის და დასავლური ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება?

 

და მაინც, რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და დავუთმოთ დრო სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშს, რომელიც ჩრიდლოატლანტიკურმა საბჭომ 60 წლის წინ, 1956 წლის დეკემბრის თვეში მიიღო? გარდა ისტორიული მნიშვნელობისა და იმ პერიოდის „ახალი ამბავისა“, რას გვეუბნება აღნიშნული ანგარიში ალიანსის დღევანდელ მდგომარებაზე?

 

როგორ გაძლიერდეს მოკავშირე ერთობა?

1956 წლის მაისში, ჰალვარდ ლანჯს ნორვეგიიდან, ლესტერ ბ. პირსონს კანადიდან და გაეტანო მარტინოს იტალიიდან (შესაბამისი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები), დაევალათ კონსულტაცია გაეწიათ  ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავებაზე არა მხოლოდ სამხედრო მიმართულებით არამედ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვადასხვა სფეროში. მათმა რეკომენდაციებმა შედეგად გამოიღო ახალი პროცედურების ინიცირება ალიანსის ფარგლებში პოლიტიკური კონსულტაციებისთვის.

„სამი ბრძენი კაცის“ ანგარიშის მთავარი აზრი შემდეგში მდგომარეობდა: ნატო არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, არამედ უნდა ეკისრა უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი, რომელიც სცილდებოდა სამხედრო დაგეგმვასა და ძალების მობილიზებას.

ანგარიშის მთავარი იმპულსი მომდინარეობდა ალიანსის წევრი პატარა ქვეყნებიდან, რომლებიც 1950-იანი წლების დასაწყისში „მარგინალიზებულნი იყვნენ დიდი „სამეულის“ - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ - რომლებიც ცდილობდნენ მოერგოთ დომინანტი ქვეყნების როლი ალიანსში. ნატოში მათი გამორჩეული სამხედრო წვლილიდან გამომდინარე, ეს იმ დროისთვის ბუნებრივიც იყო. მაგრამ იყო რისკი, რომ ეს დისბალანსი ნატო-ში შეამცირებდა პატარა მოკავშირეების სტიმულს და ეფექტიანობას, რომ გაეზიარებინათ სამხედრო ხარჯები ან პოლიტიკური სოლიდარობა კრიზისულ სიტუაციებში.

ნატო-ს დამფუძნებელმა მამებმა 1940-იან წლების ბოლოს სწორად განჭვრიტეს, რომ თუ ალიანსი დარჩებოდა მხოლოდ სამხედრო ორგანიზაციად და ვერ შეძლებდა საერთო ინტერესებისა და ღირებულებების რეალურ განვითარებას წევრ სახელმწიფოებს შორის, ეს მას თანდათანობით  გააქრობდა, განსაკუთრებით, თუ საფრთხე საბჭოთა კავშირიდან  დროთა განმავლობაში შემცირდებოდა.

1951 წელს „ბრძენ კაცებამდე“ არსებულმა ადრეულმა ჯგუფმა სცადა მოკავშირეთა ეკონომიკური შესაძლებლობების დაკავშირება ნატო-ს სამხედრო საჭიროებებისთვის. მაგრამ 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე აღნიშნულმა ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. ნატო სტატუს-კვოს შემნარჩუნებელ სამხედრო დამცველს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ძალას, რომელსაც შეეძლო ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფორმირება. შესაბამისად, ნატო-ში არასამხედრო თანამშრომლობის სამთა კომიტეტი - რომელსაც ფორმალურად ეწოდებოდა „სამი ბრძენი კაცის“ ჯგუფი - წარმოადგენდა მეორე ძალას აღნიშნული პრობლემის გასაანალიზებლად.

უფრო მეტი კონსულტაციები და ფართო თანამშრომლობა

ანგარიში იმ პერიოდში წარმოადგენდა ნამდვილ გარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ  საჭირო იყო გარკვეული დრო რეკომენდაციებისათვის და მოლაპარაკებებისთვის. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს გამჭვირვალობას და წინასწარ კონსულტაციებს მათი ეროვნული ინტერესების თაობაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს კოლექტიურ ინტერსებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებდნენ და უზრუნველყოფდნენ, რომ სხვა საკითხები ალიანსის კოლექტიურ ინტერესებს არ დააზიანებდა. ამ მიზნით, მათ გენერალურ მდივანს გადასცეს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ განესაზღვრა დღის წესრიგი და ჩარეულიყო მოკავშირეებს შორის კამათში როგორც მედიატორი.

„სამი ბრძენი კაცის ანგარიშს“ არ მიენიჭა ფორმალური სახე, რასაც თავდაპირველად მიზნად ისახავდა. მოკავშირეებს შორის კულტურულ და ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობა არ ჩამოყალიბდა, მოგვიანებით კი ეს ფუნქცია 1950-იანების ბოლოს წარმოქმნილმა ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ თავის თავზე აიღო. სამაგიეროდ „სამი ბრძენი კაცის“ ანგარიშმა საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებზე თანამშრომლობის ხელშეწყობას მოკავშირე ქვეყნებს შორის და მოახდინა ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარება  განვითარებული ქვეყნებიდან შედარებით ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ინიციატივა შენარჩუნდა და დღეს კარგად ცნობილ „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ პროგრამას წარმოადგენს, რომლის ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს და დღესდღეობით ავითარებს თანამშრომლობას ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ისეთ მრავალფეროვან საკითხებზე, როგორებიცაა განაღმვა, წყლის მენეჯმენტი და ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების განადგურება.

 

საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების ინიციატივა

მეორე ინიციატივას წარმოადგენდა ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გააზრებული მხარდაჭერის მოპოვება ნატოს უმთავრესი მისიის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობას. ამ ფაქტმა გამოიწვია ეროვნული საინფორმაციო პროგრამების დაარსების საჭიროება.

დღეს ეს მიმართულება „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სახელითაა ცნობილი, რომელიც ნატო-სთვის წარმოადგენს მზარდ პრიორიტეტულ სფეროს, რადგანაც ჩვენი საზოგადოებები უფრო და უფრო დაუცველები და მოწყვლადები  ხდებიან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების, პროპაგანდის, ყალბი ინფორმაციის და მითების წინაშე, რომელიც სოციალური მედიის გზით ვრცელდება. დღევანდელ არამდგრად გარემოში, ეფექტიანი კომუნიკაციები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატო-სთვის, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ალიანსი გამოიჩენს ძალისხმევას მათ დასაცავად და დემოკრატიული ღირებულებების უზრუნველსაყოფად.

ასევე უნდა აღინიშნოს ოთხი მნიშვნელოვანი პუნქტი ანგარიშიდან, რომელზეც ყველაზე უფრო ნაკლები ყურადღება გამახვილდა ანგარიშის ავტორების მიერ 1956 წელს, თუმცა დღევანდელ დღეს ნატოსთვის პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს.

 

4 ძირითადი მიმართულებაა :

  1. არცერთი მოკავშირე მარტო არ უნდა მოქმედებდეს. ერთად დგომა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წარმოადგენს სამხედრო შეკავებისთვის საუკეთესო ფორმას. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ალიანსის ერთიანობა იყო საუკეთესო გარანტია, მისი პოლიტიკის წარმატებით განსახორციელებლად. კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა იმის ხაზგასმა, რომ კონსესუსის საშუალებით, არცერთი წევრის მარგინალიზება არ მოხდებოდა და თითოეული წევრი იგრძნობდა, რომ მისი ხმა იყო მნიშვნელოვანი და გათვალისწინებული. კონსესუსის მიღწევა მარტივი პროცესი არ იყო, თუმცა იგი ხელს შეუწყობდა, რომ თითოეულ მოკავშირეს თავი ეგრძნო ერთი მთლიანის შემადგენელ ნაწილად. ‘სამი ბრძენი კაცის“ ნააზრევი ბენჟამინ ფრანკლინის სიტყვების ერთგვარ პარაფრაზირებას ახდენდა: „ან ერთად ვიდგებით, ან ცალ-ცალკე ჩამოგვახრჩობენ“.
  2. ნატო-მ უნდა დააბალანსოს დიდი და პატარა წევრი ქვეყნების ინტერესები და ყველა მათგანს დააკისროს თანაბარი პასუხისმგებლობა და საშუალება მისცეს მათ სარგებლის თანაბრად მიღების.

        როდესაც „ბრძენმა კაცებმა“ წარადგინეს ანგარიში,  იმ პერიოდში ნატო მხოლოდ 15 წევრისგან შედგებოდა. დღეს ნატო 29-ე წევრის მოლოდინშია და მოკავშირეთა           უმრავლესობა, რომელიც ალიანსს ცივი ომის დასასრულს შეუერთდა წარმოადგენდა შედარებით პატარა სახელმწიფოს.  მაგრამ თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი         ისტორია, რეგიონული პერსპექტივა და კონკრეტული მიდგომები მეზობლებთან ურთიერთობისათვის, რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია ნატოს                           დიპლომატიისთვის. მათ შეუძლიათ შეიტანონ ეფექტიანი სამხედრო წვლილი თუ ისინი კარგად იქნებიან ჩართული ნატოს დაგეგმვის პროცესში.

 

        ანგარიშში სწორად არის განსაზღვრული, რომ ნატოს წარმატების გასაღები იქნებოდა ყველას ინტერესის და პრიორიტეტების ბალანსი, როდესაც ჩამოაყალიბებდნენ             საერთო მოქმედებების ჩარჩოს. ეს პრინციპი არასდროს ყოფილა ისეთი ფუნდამენტური, როგორც დღესაა, როდესაც ნატო უპირისპირდება განსხვავებულ                         უსაფრთხოების გამოწვევებს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, ისე რომ ძველი საკითხებიც არ კარგავს მნიშვნელობას.

 

  1. მესამე მნიშვნელოვანი გაკვეთილი 1956 წლიდან არის ის, რომ სამხედრო სტრატეგიებს შეუძლია ომების თავიდან აცილება მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა არ შეუძლია დაძაბულობის წარმომქმნელი ფაქტორების აღმოფხვრა. მხოლოდ სამხედრო შეკავებაზე დაყრდნობა ძალიან დიდი რისკის შემცველია. ნატოს ძირითად ამოცანებში პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხის დამატებას, ანგარიშში აღიქვამდნენ ახალ სტრატეგიად, რომელსაც მოთმინებით უნდა მიჰყოლოდნენ ცივი ომის თავიდან აცილების მიზნით.

       რა თქმა უნდა, 1950-იან წლებში ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრებს არ შეეძლოთ განეჭვრიტათ ალიანსის პოლიტიკა პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით,          ურთიერთობები გაეროსთან, ევროკავშირთან ან სხვა ინსტიტუტებთან, არც ალიანსის გაფართოება 1990-იანების შემდგომ მის ყოფილ მოწინააღმდეგეებთან.

  1. ანგარიშში ასევე ასახულია, რომ ნატოს შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია, ალიანსი გახდეს ნაკლებად ხისტი და უფრო ადაპტირებადი თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

 „სამი ბრძენი კაცის“ ანგარიშმა აჩვენა, რომ ალიანსის როლის დანახვა გრძელვადიან პერსპექტივაში  მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. იმისათვის, რომ ნატო დარჩეს რელევანტური, საჭიროა რომ დროდადრო შეაფასოს საკუთრი თავი გარედან.

 

დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დასავლური ლიბერალიზმის ფუნდამენტალური პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, კარგი იქნება თუ ნატო-ს ლიდერები გაიაზრებენ „სამი ბრძენი კაცის“ ანგარიშის მნიშვნელობასა და საჭიროებას თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების თავიდან აცილებისათვის.

წყარო

15-12-2016